სასკოლო პროექტი "დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან - გზა მომავლისკენ’’

 

ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროექტში "ახალი სკოლის მოდელი" .
2021 წლის სექტემბრიდან პროექტის ,, ახალი სკოლის მოდელი" ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა წარმატებით და აქტიურად ახორციელებს სასკოლო პროექტს ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან - გზა მომავლისკენ’’.
პროექტის ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან - გზა მომავლისკენ’’ მიზანია :
საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება-მათი დაცვა და შენარჩუნება;
თითოეული ინდივიდის როლის, პასუხისმგებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა გაცნობიერება;
კულტურული მემკვიდრეობის აღქმა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საფუძველი;
ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირება;
თანამშრომლობითი ურთიერტობების გაუმჯობესება კათედრებს შორის;
სასკოლო შიდა თემისა და გარე თემის ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები