,,უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია"

სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება  პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობა- გზა მომავლისკენ" დაგეგმილი აქტივობები. 
ხელოვნების პედაგოგის შორენა ჩიტაშვილის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე ,,უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია", სადაც მათ  შეისწავლეს უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია, წიგნის წარმოშობა (პერგამენტი, გრაგნილი, კოდექსი) და თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნეს ხელნაწერი წიგნის რეპროდუქცია. შეარჩიეს თემა, გადაინაწილეს ფუნქციები გადამწერი, მხატვარი, მკინძავი, გამოიყენეს აპლიკაციის ტექნიკა, კოლაჟის ხერხები და დაძველების ეფექტის საშუალებით წარმოადგინეს ნამუშევრები და ასევე გრაგნილის ფირფიტები. გამოფენა განთავსდა სასკოლო სივრცეში.






Share:

„ფიროსმანი - ჩვენი წარსული, ჩვენი სიმდიდრეა“

ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის სასკოლო პროექტის ,, კულტურული მემკვიდრეობა-გზა მომავლისკენ " ფარგლებში  მე-5  კლასის მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი „ფიროსმანი - ჩვენი წარსული, ჩვენი სიმდიდრეა“ (ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი შ.ჩიტაშვილი) . 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  გაეცნენ ვებინარს/ინტერაქტიულ ლექციას ,,ფიროსმანის შემოქმედება“, მოისმინეს მხატვრის ბიოგრაფიიდან  უცნობი ფაქტები,  წარმოადგინეს პრეზენტაციები და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ისაუბრეს ფიროსმანზე, მის მხატვრულ გამოყენებით ხერხებზე და მასალაზე; მოეწყო ფილმის ,,ფიროსმანი“ ჩვენება ,  რომლის შემდგომ მოსწავლეებმა შექმნეს ფიროსმანის ნახატების რეპროდუქცია.



Share:
Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები