,,უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია"

სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება  პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობა- გზა მომავლისკენ" დაგეგმილი აქტივობები. 
ხელოვნების პედაგოგის შორენა ჩიტაშვილის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე ,,უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია", სადაც მათ  შეისწავლეს უძველესი ხელნაწერი წიგნის ისტორია, წიგნის წარმოშობა (პერგამენტი, გრაგნილი, კოდექსი) და თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნეს ხელნაწერი წიგნის რეპროდუქცია. შეარჩიეს თემა, გადაინაწილეს ფუნქციები გადამწერი, მხატვარი, მკინძავი, გამოიყენეს აპლიკაციის ტექნიკა, კოლაჟის ხერხები და დაძველების ეფექტის საშუალებით წარმოადგინეს ნამუშევრები და ასევე გრაგნილის ფირფიტები. გამოფენა განთავსდა სასკოლო სივრცეში.






Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები