,,ქართული ანბანის თავგადასავალი"

  სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის I გ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მარიამ ეფრემიძე) სასკოლო პროექტის- ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან- გზა მომავლისაკენ" ფარგლებში, 25 მაისს ჩაატარეს პრეზენტაცია - ,,ქართული ანბანის თავგადასავალი"
პატარებმა გაგვიზიარეს ქართული ანბანის წარმოშობისა და დედაენის შექმნის ისტორია, გვიამბეს რა გზა გამოიარა ქართულმა ანბანმა დაბადებიდან დღემდე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები:
საკუთარი ხელით შექმნეს ილუსტრირებული ანბანი;
ანბანის თემაზე ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ხელოვნების სასახლეში;
ერთმანეთს შეადარეს ასომთავრული და მხედრული ასოები და ამოიკითხეს ბარათებზე დაწერილი საკუთარი სახელები;
ამ პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს ქართული ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება.
















Share:

Iე კლასი - ,, ჩემი ილუსტრირებული ანბანი"



 სასკოლო პროექტის ფარგლებში Iე კლასის მოსწავლეებმა  (პედაგოგი ნინო ლიკლიკაძე) შექმნეს წიგნები ,, ჩემი ილუსტრირებული ანბანი".



















Share:

სტუმრად ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმში

 სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის I გ კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი მარიამ ეფრემიძე) სასკოლო პროექტის- ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან- გზა მომავლისაკენ" ფარგლებში, 18 მაისს ხელოვნების სასახლის -- ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმს სტუმრობდა.

პატარები ეზიარნენ სამუზეუმო სივრცეს, დაათვალიერეს სასახლეში წარმოდგენილი ხელოვნების, კინოსა და მუსიკის ექსპონატები, მოისმინეს პრეზენტაცია ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ და საკუთარი ხელით შექმნეს მათი პირველი და საყვარელი წიგნი, -- "დედაენა".






















Share:
Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები