,,ქართული ანბანის თავგადასავალი"

  სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის I გ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მარიამ ეფრემიძე) სასკოლო პროექტის- ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან- გზა მომავლისაკენ" ფარგლებში, 25 მაისს ჩაატარეს პრეზენტაცია - ,,ქართული ანბანის თავგადასავალი"
პატარებმა გაგვიზიარეს ქართული ანბანის წარმოშობისა და დედაენის შექმნის ისტორია, გვიამბეს რა გზა გამოიარა ქართულმა ანბანმა დაბადებიდან დღემდე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები:
საკუთარი ხელით შექმნეს ილუსტრირებული ანბანი;
ანბანის თემაზე ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ხელოვნების სასახლეში;
ერთმანეთს შეადარეს ასომთავრული და მხედრული ასოები და ამოიკითხეს ბარათებზე დაწერილი საკუთარი სახელები;
ამ პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს ქართული ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება.
















Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები