,,სტუმრად მუზეუმში'' - მათემატიკის და ისტორიის ინტეგრირება(სიდამონიძე/ჯოხაძე)

 სსიპ თბილისის N45 სკოლის VI გ კლასში, კულტურული მემკვიდრეობის პროექტის ფარგლებში , ჩატარდა გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩვენი საქართველო და მათემატიკის საგნებში გ.ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომლის მიზანი იყო ეთნოგრაფიული ნიმუშების დათვალიერება, მოსწავლეთა ცოდნის გაფართოვება, გაღრმავება, ცენტრული, ღერძული სიმეტრიების აღმოჩენა, გაზომვა, აღრიცხვა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ, სხვადასხვა ეთნოგრაფიული კუთხეებისთვის დამახასიათებელ საცხოვრისს, ძველი ადათ-წესების და ტრადიციების ამსახველ უნიკალურ ნიმუშებს. მეგალითურ ნაგებობას თუ ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს.
მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია, შეადარეს ერთმანეთს, იმსჯელეს და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეასრულეს დავალებები. გააზიარეს შთაბეჭდილებები ნახატით და სიტყვიერად.
შემდეგი აქტივობა გაგრძელდება სასკოლო სივრცეში.
მოსწავლეები შექმნიან მაკეტებს, სადაც წარმოაჩენენ ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ ნაგებობას, კულტურის ძეგლებს, ტრადიციებს, სამოსს და სამზარეულოს, მოიძიებენ მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშებს ,სადაც გამოყენებულია სიმეტრიის ელემენტები და წარმოადგენენ პრეზენტაციას.
ისტორიის პედაგოგი: შორენა ჯოხაძე
მათემატიკის პედაგოგი :გულნაზი სიდამონიძე
მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის და გვერდში დგომისთვის!❤️










Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები