III ვ კლასი ,,ასომთავრული ანბანის გამოყენებით შექმნილი წარწერების გამოფენა"

 სასკოლო პროექტის " დიალოგი კულტურული მემკვიდრეობა -გზა მომავლისაკენ " ფარგლებში მე -3 ვ კლასის მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას  კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლის -  ძველი ანბანის შესახებ, დაიტანეს ფურცლებზე წარწერები ასომთავრული ანბანის გამოყენებით და მოაწყვეს გამოფენა სკოლის დერეფანში . დაინტერესებული პირებისთვის კი  წარმოადგინეს ასომთავრული ანბანის მხედრული მნიშვნელობები და გამოიწვიეს მეგობრები წარწერების ამოსაცნობად. 

კლასის ხელმძღვანელი გვანცა ოსაძე





Share:

4ე კლასი ,,ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშები"

 ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის სასკოლო პროექტის "დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან -- გზა მომავლისკენ" ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცნებას "კულტურული მემკვიდრეობა" ნახეს და მოისმინეს თემასთან დაკავშირებული დოკუმენტური და საინფორმაციო ფილმები. იმსჯელეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და მის მნიშვნელობაზე. რომლის შემდეგაც მასწავლებლის დახმარებით და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიეს და წარმოადგინეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშები.
















Share:

გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

 

ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის 10(ა) კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: მ. ჯგერენაია; ბიოლოგიის მასწავლებელი: ნ. ზარქუა) ვეწვიეთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექცია (3 500-მდე სახეობა). ცალკეული საკოლექციოს ნაკვეთები, საპარკე-რეკრეაციული ზონები, ბუნებრივად გავრცელებული ხე-ბუჩქები გულგრილს არ ტოვებს სტუმრად მისულ ვიზიტორებს. ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. ბაღი ეწევა საქართველოს იშვიათი და გადაშენებული მცენარეების კონსერვაციას. გააჩნია თესლის ბანკი, რომელიც გლობალური ქსელის წევრია. 2012 წელს, ბოტანიკურ ბაღს მიენიჭა ეროვნული სტატუსი.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამორჩეული ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარეები, წიწვოვანთა კოლექცია, ულამაზესი ჩანჩქერი, დუმფარებიანი აუზი, იაპონური ბაღის სივრცე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვიზიტი ბოტანიკულ ბაღში სწორედ იაპონიის სიმბოლოს, სილამაზით გამორჩეულ „საკურას“ ყვავილობის დღეებს დაემთხვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთები, იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.

ლოკალური გარემოს გაცნობამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ვიმედოვნებთ, არაფორმალურ გარემოში ინტენსიური ვიზიტები მოსწავლეებს დაეხმარებათ ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში, გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

კიდევ ერთი სასიამოვნო დღე აღიბეჭდა თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში...


















Share:

სტუმრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სასკოლო პროექტ "დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან - გზა მომავლისკენ" ფარგლებში ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის IV -ე კლასის მოსწავლეებმა იხილეს და განიხილეს ფილმი "ექვთიმე ღვთისკაცი", რომლის შემდეგაც დიდი მოლოდინითა და ინტერესით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.









Share:

,,საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლები"

ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის სასკოლო პროექტის ,, კულტურული მემკვიდრეობა-გზა მომავლისკენ " ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამ უცხოურ ენაზე , ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები თემაზე :,, საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლები" და გაავრცელეს სკოლის თემში.















Share:
Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები