სკოლის ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა სკოლის კულტურას მრავალფეროვანს ხდის, რაც განაპირობებს სკოლის დემოკრატიის ხარისხის გაზრდას. მშობელთა აქტიური მონაწილება სასკოლო და არაფორმალურ გარემოში ზრდის ბავშვის აკადემიურ მოსწრებას და ხელს უწყობს ქცევის პოზიტიურად ჩამოყალიბებას.
ქალაქ თილისის N 45 საჯარო სკოლაში 2023 წლის 7 ივნისს პროექტის ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან- გზა მომავლისკენ'' კოორდინატორის ანა ცხვარიაშვილის ინიციატივით,ადმინისტრაციისა და სკოლის მასწავლებლების (განსაკუთრებით ანა კურცხალია) მხარდაჭერით, ჩატარდა ამავე სკოლის მოსწავლეთა მშობლების კონფერენცია თემაზე ,,დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან ''.
მოცემულ ღონისძიებაში მონაწილე მშობლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ნაშრომები (10 ნაშრომი) საქართველოს უძრავი და მოძრავი მატერიალური ძეგლების შესახებ,აგრეთვე დამსწრეთ გააცნეს ცალკეული კუთხეების ყოფა,სამზარეულო,ტრადიციები..
ღინისძიების დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილე მშობელს გადაეცა მადლობის ბარათები..