ციკლიდან ,,მოვიარე საქართველო'' - 7ბ ანა ცხვარიაშვილი კახეთი- სიღნაღი-ბოდბე

 2023 წლის 20 მაისს მე-7 ბ კლასის მშობელთა და მოსწავლეთა ინიციატივით და დამრიგებლის ანა ცხვარიაშვილის პასუხისმგებლობით მოეწყო გასვლითი  შემეცნებითი რელიგიური ექსკურსია/ტური კახეთის მიმართულებით,კერძოდ სიღნაღი-ბოდბის ლოკაციაზე.

მონაწილეებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები -

1. ბოდბის სამონასტრო კომპლექსი,რომლის შესახება გიდმა,ქალბატონმა ანამ, საინტერესო და ამაღელვებელი ინფორმაციები გააცნო წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ..გიდის და ბავშვების ურთიერთობა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

აგრეთვე ნინოს წმინდა წყალს ეზიარნენ..

2. ექსკურსია გაგრძელდა ქალაქ სიღნაღის მიმართულებით,ამჯერად სიღნაღის ისტორიას,მის გეოგრაფიულ მდებარეობას ბავშვებთან ერთად განიხილავდა ანა მასწავლებელიც..მოსწავლეებმა და მშობლებმა გაიარეს ქალაქის ქუჩებში,მოინახულეს სიღნაღის გალავანი- საუბრებით გააცოცხლე სიღნაღის ისტორია..აქ ხომ თითოეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს..

სასიამოვნო ემოციებით დასრულდა დღე..
















 

Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები