,, თიხის ისტორია'' დაწყებითი კლასები (ნინო დეკანოიძე)

 თიხა_ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ერთ-ერთი საგანძური მრავალ საგანძურთა შორის. ბუნებრივი რესურსი, რომელიც უხვად მოიპოვება ამ დალოცვილ მიწაზე და რომელსაც ქართველი ხალხი ათასწლეულების მანძილზე იყენებდა.

45-ე საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი_ნინო დეკანოიძე) თიხის ისტორიის გაცნობის შემდეგ დაათვალიერეს კერამიკის საამქრო. ეზიარნენ თიხის ჭურჭლის დამზადების პატარ-პატარა საიდუმლოებებს. საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გადაიქცევა ოსტატის ხელებში რბილი, უფორმო თიხის ნაჭერი სხვადასხვა დანიშნულების მქონე ულამაზეს კერამიკულ ჭურჭლად. თვალების ცეცებით, აღფრთოვანებითა და ინტერესით უყურებდნენ მეთუნუქეების საქმიანობას, თითქოს თიხა ამღერდა მათ პატარა გულებში.❤️





Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები