,,საქართველოს ენდემური ფლორა და ფაუნა''- ინგლისურის და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილების ციკლი

 გაკვეთილების ციკლი ,,საქართველოს ენდემური ფლორა და ფაუნა’’

🐅🌳🍀
სასკოლო პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობა’’- დიალოგი კულტურულ მემკვიდრეობასთან-გზა მომავლისკენ’’ ფარგლებში გეოგრაფიის პედაგოგმა ანა ცხვარიაშვილმა და ინგლისურის პედაგოგმა გვანცა მგალობლიშვილმა ჩაატარეს გაკვეთილების ციკლი ,,საქართველოს ბიომრავალფეროვნებისს’’ თემაზე.
მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ,სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ენდემური და რელიქტური ფლორა და ფაუნა, გაეცნენ საქართველოს ,,წითელ წიგნს’’ და ,,წითელ ნუსხას’’.
გაკვეთილის მეორე ეტაპზე დაიგეგმა ,,გასვლითი გაკვეთილი’’ საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კავკასიიის ბიომრავალფეროვნების დარბაზში; გიდის თანხლებით გაეცნენ კავკასიის რეგიონში არსებულ ფლორის და ფაუნის ექსპონატებს, შეარჩიეს რამდენიმე მათგანი, რაც საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის საინტერესო მასალა იქნებოდა.
გაკვეთილების ციკლის ბოლო ეტაპზე მე 9- ბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ,,მწვანე წიგნი’’, რომელშიც შეიტანეს მათთვის სასურველი ენდემური და რელიქტური ფლორის და ფაუნის წარმომადგენლები, აგრეთვე ბუნებრივი ლანდშაფტები.
,,მწვანე წიგნი’’ შესრულებულებული იყო ქართულ და ინგლისურ ენაზე.
საბოლოო პროდუქტის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.
















Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები