სტუმრად მუზეუმში - მარია ჯგერენაია;შორენა ჯოხაძე

 ისტორია-უცხო ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ს. ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში

🏦
✅ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმს, სადაც მათ შეძლეს ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება, გამრავალფეროვნება და მუზეუმში წარმოდგენილი უნიკალური ნივთების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრება.
✅მუზეუმის ექსპონატების დახმარებით მოსწავლეებმა გადაავლეს თვალი კაცობრიობის განვითარების ნაბიჯებს ცივილიზაციისკენ, გაეცნენ ჰომინინების საქმიანობის ამსახველ არტეფაქტებს, როგორ ცხოვრობდნენ 2 მილიონი წლის წინ, როგორი იყო მათი რწმენა წარმოდგენები, ინტერესი, როგორ იცავდნენ თავს პრიმიტიული იარაღით. ისაუბრეს დმანისის აღმოჩენების მნიშვნელობაზე, გაეცნენ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, ფლორას და ფაუნას.
მოსწავლეებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე შეასრულეს დავალებები და წარმოადგინეს პრეზენტაციიები ქართულ და რუსულ ენაზე.







პედაგოგები: მარია ჯგერენაია და შორენა ჯოხაძე.
Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები