,,საქართველოს კუთხეები'' - მაგდა მიქაბერიძე

 ქალაქ თბილისის 45-ე საჯარო სკოლის IV ე კლასში განხორციელდა პროექტი "საქართველოს კუთხეები".

✨პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა:
🫴I ეტაპზე მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს იმ კუთხის შესახებ, რომელიც შეხვდათ. მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით.💡
🫴II ეტაპზე IV-ე კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია🏡🏘️, სადაც პროექტის პირველ ეტაპზე მიღებული ცოდნა კიდევ უფრო განიმტკიცეს.
🫴III ეტაპზე მოსწავლეებმა მოძიებულ ინფორმაციასა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიდის მონათხრობის საფუძველზე, მშობლების ჩართულობით, დაამზადეს საქართველოს კუთხეების მაკეტები, რომლებიც კარგად ასახავს თითოეული კუთხის უნიკალურობას, კულტურულ მემკვიდრეობას და მრავალფეროვნებას.
🏞️პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეების ძირითადი მახასიათებლები, განუვითარდათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები👫👬🧑‍🤝‍🧑.
🫴შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს კი გადაეცათ მადლობის სიგელები 📝.
კლასის დამრიგებელი: მაგდა მიქაბერიძე











Share:

1 comment:

Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები