ქალაქ თბილისის 45-ე საჯარო სკოლის IV ე კლასში განხორციელდა პროექტი "საქართველოს კუთხეები".

პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა:

I ეტაპზე მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს იმ კუთხის შესახებ, რომელიც შეხვდათ. მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით.


II
ეტაპზე IV-ე კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია


, სადაც პროექტის პირველ ეტაპზე მიღებული ცოდნა კიდევ უფრო განიმტკიცეს.

III ეტაპზე მოსწავლეებმა მოძიებულ ინფორმაციასა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიდის მონათხრობის საფუძველზე, მშობლების ჩართულობით, დაამზადეს საქართველოს კუთხეების მაკეტები, რომლებიც კარგად ასახავს თითოეული კუთხის უნიკალურობას, კულტურულ მემკვიდრეობას და მრავალფეროვნებას.

შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს კი გადაეცათ მადლობის სიგელები

.
კლასის დამრიგებელი: მაგდა მიქაბერიძე
<3 <3 <3
ReplyDelete