ციკლიდან ,,მოვიარე საქართველო'' - 7ბ ანა ცხვარიაშვილი კახეთი- სიღნაღი-ბოდბე

 2023 წლის 20 მაისს მე-7 ბ კლასის მშობელთა და მოსწავლეთა ინიციატივით და დამრიგებლის ანა ცხვარიაშვილის პასუხისმგებლობით მოეწყო გასვლითი  შემეცნებითი რელიგიური ექსკურსია/ტური კახეთის მიმართულებით,კერძოდ სიღნაღი-ბოდბის ლოკაციაზე.

მონაწილეებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები -

1. ბოდბის სამონასტრო კომპლექსი,რომლის შესახება გიდმა,ქალბატონმა ანამ, საინტერესო და ამაღელვებელი ინფორმაციები გააცნო წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ..გიდის და ბავშვების ურთიერთობა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

აგრეთვე ნინოს წმინდა წყალს ეზიარნენ..

2. ექსკურსია გაგრძელდა ქალაქ სიღნაღის მიმართულებით,ამჯერად სიღნაღის ისტორიას,მის გეოგრაფიულ მდებარეობას ბავშვებთან ერთად განიხილავდა ანა მასწავლებელიც..მოსწავლეებმა და მშობლებმა გაიარეს ქალაქის ქუჩებში,მოინახულეს სიღნაღის გალავანი- საუბრებით გააცოცხლე სიღნაღის ისტორია..აქ ხომ თითოეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს..

სასიამოვნო ემოციებით დასრულდა დღე..
















 

Share:

კულტურული მემკვიდრეობა(პრაქტიკული და თეორიული კურსი) - ირინა ხატიაშვილი

ქალაქ თბილისი N 45 საჯარო სკოლის მე - 6 ა და მე-6 ბ  ისტორიის პედაგოგის ირინა ხატიაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს ჩაუტარდათ  პრაქტიკული გაკვეთილები -  თექაზე მუშაობა, თიხაზე მუშაობა;მაკეტეზე მუშაობა,ჩოხის დამზადება.

  შემდგომში წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაციები თემებზე:  ,,ქართული ხუროთმოძღვრება'' ,,ტრადიციები'' ,,დღესასწაულები''ძველი სპორტული შეჯიბრებები, ,,ქართული სამოსი''
























Share:

სტუმრად ,,საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ მუზეუმში'' - სპორტის კათედრა მე 8 - 9 კლასები


 თბილისის N45 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები პროექტ ,,კულტურული მემკვიდრეობა-გზა მომავლისკენ" ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ მუზეუმში.

მოსწავლეები გაეცნენ ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას. დაათვალიერეს ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ეკიპირება და ინვენტარი. ასევე დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი ნ. სალუქვაძის შესახებ , , ერთი ჩემპიონის ისტორია".
















Share:

ხელნაკეთი წიგნი ,,ჩემი თბილისი'' - კლუბი ,,ჩუქურთმა'' - შორენა ჩიტაშვილი

  ქალაქ თბილისის  N 45 საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგმა შორენა ჩიტაშვილმა სასკოლო პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობის'' ფარგლებში  ჩამოაყალიბა ხელოვნების კლუბი ,,ჩუქურთმა'' . კლუბი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა



პროექტზე ხელნაკეთი გიგანტური წიგნი ,,ჩემი თბილისი'' და წლის ბოლოს სასკოლო საზოგადოების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით.

  2023 წლის 18 მაისს კლუბის ხელმძღვანელმა და წევრებმა ჩაატარეს ღონისძიება,სადაც წარმოადგინეს ხელნაკეთი წიგნი ,,ჩემი თბილისი''..  წიგნის ფურცლებზე ნახატებით, ტექტებით, გაფორმებით ბავშვებმა გააცოცხლეს ძველი  თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები - ისტორია,ღირსშესანიშნაობები - ციხეტაძრები,ყოფაცხოვრება,ძველი თბილისის ქუჩები..

აღნიშნული წიგნი,როგორც საგაკვეთილო რესურსი,მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სასკოლო სივრცეში. 


















Share:
Powered by Blogger.

არქივი

Blog Archive

გამომწერები

სიახლეები

გვერდები